მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა პოლ პოგბას დაბრუნება. კლუბმა განცხადება გაავრცელა.
"პოგბა სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იუვენტუსიდან მისი ტრანსფერი დასრულდება," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სავარაუდო სატრანსფერო ფასად უცხოური მედია 120 მილიონ ევროს ასახელებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ფრანგი ნახევარმცველი იუვენტუსში სწორედ იუნაიტედიდან 800.000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დღეს კი ინგლისურ კლუბს თავისი შეცდომის გამოსწორება 120 მილიონი ევრო უჯდება.
წყარო: manutd.com