რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიაურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, შმაგი ბოლქვაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
66 კგ. წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბოლქვაძემ იაპონელი ტომოჰირო ინუესა 1:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ფინელი ტერო სეპო ვალიმაეკს მოუგო, მეთხედფინალში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზს სძლია. ნახევარფინალში კი ბოლქვაძე სერბეთის წარმომადგენელ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა დაბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.
ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალი - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ვიდეო: პირველი არხი