16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძე ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა

ნადირაძემ ნახევარფინალის მესამე ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა კვალიფიკაციაში 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.

ფინალი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 16:25 საათზე დაიწყება.

დღის ამბები