15 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ზაზა ფაჩულია საკრამენტოსთან მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ზაზა ფაჩულიას გუნდმა გოლდენ სტეიტმა სტუმრად საკრამენტო 117:106 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად კი ქართველი ცენტრი აღიარეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და  მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ჩაჭრით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოხსნების მხრივ კი ფაჩულიამ 5 მოხსნა მეტოქის ფართან მიითვალა, სადაც მას კონკურენციას დემარკუს კაზინსს უწევდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა გოლდენ სტეიტის ლიდერმა სტეფ კარიმ მოაგროვა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. კევინ დურანტმა კი 28.

36 მოგებითა და 6 მარცხით გოლდენ სტეიტი NBA-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერია. ოქროს შტატელები მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე 11 იანვარს, მაიამის წინააღმდეგ გამართავენ.

 

წყარო: GBF

 

დღის ამბები