ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ახალი წელი ცუდად დაიწყო ბარსელონამ, რომელმაც სტუმრად ვილიარეალთან ქულები დაკარგა. ბლაუგრანამ მეორე ადგილი სევილიას დაუთმო და ამასთანავე მადრიდის რეალთან ჩამორჩენა გაიზარდა.
ვილიარეალი ბარსელონას მინიმალური სხვაობით 1:0 ამარცხებდა და გამარჯვების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90-ე წუთზე ლიონელ მესიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხსიგან იხსნა.
მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე გრანადას უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს სევილიამ და ატლეტიკომ. სევილიამ რეალ სოსიედადი სტუმრად 04: დაამარცხა, ატლეტიკომ კი ეიბარს 0:2 მოუგო.
ლა ლიგას 17 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი 40 ქულით ლიდერობს. (სამეფო კლუბს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული) მეორე ადგილზე სევილია(36) იმყოფება, მესამეზე ბარსელონა (35), მეოთხე პოზიციას კი მადრიდის ატლეტიკო(31) იკავებს.
ვიდეო: Goalsarena.org