15 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
კრიშტიანო რონალდო 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო დაასახელეს. The Best 2016 – სწორედ ასე ეწოდება პრიზს, რომელიც რონალდომ მიიღო.

რონალდომ უკვე მოიპოვა 2016 წლის ოქროს ბურთი. ადრე FIFA და france football-ი წლის საუკეთესოებს ერთად ავლენდნენ, მაგრამ 6 წლის შემდეგ პირველად მათ დაჯილდოება ცალ-ცალკე გამართეს.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ეროვნულ ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა ლიონელ მესის დაუჭირა მხარი, ჯაბა კანკავამ კი ანტუან გრიზმანს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული კრიშტიანო რონალდო გახდა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და მწვრთნელებს რეალში და პორტუგალიის ნაკრებში. მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. 2016 წელი ჩემ საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო წელი იყო. გავიმარჯვე ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2016-ზე, სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში," - განაცხადა რონალდომ.

FIFA-მ წლის გუნდი დაასახელა;

მანუელ ნოიერი, დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო.

წლისსაუკეთესომწვრთნელი
კლაუდიო რანიერი (ლესტერი)

პუშკაშისსახელობისპრიზი
მოჰდ ფაიზ სუბრი (მალაიზია)

წლისსაუკეთესოფეხბურთელიქალი
კარლი ლოიდი

წლისსაუკეთესოქალთაგუნდისმწვრთნელი
სილვია ნეიდი

წლისსაუკეთესოგულშემატკივრები
"დორტმუნდისა" და "ლივერპულის" გულშემატკივრები

დღის ამბები