არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. არგენტინის ნაკრების და ბარსელონას ლიდერის, ლიონელ მესის ძეგლი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში იდგა, განადგურებულია.
პოლიციას დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუკავებია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილობრივი მედია მესის ძეგლზე თავდასხმას რონალდოს ტრიუფს უკავშირებს. პორტუგალიელმა 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და ოქროს ბურთი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პორტუგალიაში სწორედ ასე მოექცნენ რონალდოს ძეგლსაც, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მესის მიანიჭეს.
წყარო: El Transistor