15 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეცვალა - ტურნირზე 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ორგანიზაციის სხდომა გაიმართა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების გაზრდის საკითხი განიხილეს. FIFA-ს გადაწყვეტილებით, მუნდიალზე 48 ნაკრები იასპარეზებს.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 2026 წელს გასამართი ჩემპიონატისთვის შევა. ფორმატის ცვლილების იდეა მოქმედ პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და კომიტეტმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირი კვლავ 1 თვე გაგრძელდება და ის 16 ჯგუფად დაიყოფა, სადაც 3-3 ნაკრები ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დაძლევას კი 2 საუკეთესო გუნდი მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ნაკრები მონაწილეობდა.

 

წყარო: FIFA.com

 

დღის ამბები