სევილია-მადრიდის რეალის მატჩის დროს სამეფო კლუბის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გატანილი პენალტის გარდა თავი არასპორტული საქციელითაც გამოიჩინა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სევილიას მცველს, ვიტოლოს ბურთი ზურგში გამიზნულად მოარტყა.
ამ ფაქტმა სევილიას ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, თუმცა შელაპარაკება თავად ფეხბურთელებმა და მთავარმა მსაჯმა განმუხტა. 64-ე წუთზე მადრიდის რეალმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, სევილიას ფეხბურთელები მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში პორტუგალიელს დარტყმის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რონალდოს გაღიზიანება. არბიტრმა კი ეს ინციდენტი რეაგირების გარეშე დატოვა.
შეხვედრა სევილიას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.