ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ლას პალმასს უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. ლიონელ მესიმ 1 გოლის გატანა მოახერხა, რითაც არგენტინელმა მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტნის, რაულის რეკორდი გაიმეორა.
მესის ლა ლიგაში უკვე 35 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი, რაც რაულის შედეგთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
18 ტურის შემდეგ ბარსელონა 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერს, მადრიდის რეალის 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.