15 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და კლუბ ანდორას წევრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ანდორა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბეტისს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 95:69 დაამარცხა. შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და  საკუთარ გუნდს 22 ქულა, 11 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ბეტისის დამარცხებით ანდორამ ჩემპიონატის პირველი წრე მერვე ადგილზე დაასრულა და სამეფო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დღის ამბები