საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 25-ში კი იორდანიის ეროვნულ გუნდს. შეხვედრები დუბაიში გაიმართება.
გუნდი დუბაიში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით დინამოს სამწვრთნელო ბაზაზე ემზადება. ნაკრებში 19 ფეხბურთელია გამოძახებული, რომლების უმრავლესობასაც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები შეადგენენ.
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე;
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, დავით ხოჭოლავა, გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე;
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ბექა ტუღუში;
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.