"ინტერის მცველის გოლი, რომელსაც იმდენად მაგარია, რომ ლიონელ მესიც კი ვერ გაიმეორებს," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ჯეისონ მურილიოს მიერ ბოლონიას წინააღმდეგ გატანილი გოლი.
იტალიის თასზე ინტერმა ბოლონიას უმასპინძლა. შეხვედრის 33-ე წუთზე მურილიომ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მაკრატელა დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა.
შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ინტერმა მატჩი 98-ე წუთზე ანტონიო კანდრევას გატანილი გოლის წყალობით მოიგო.