მადრიდის რეალი 40-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. გუშინ, სამეფო კლუბმა ესპანეთის თასის მეოთხედფინალში სელტას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 64-ე წუთზე ასპასმა გახსნა, ცოტა ხანში მადრიდელებმა მარსელოს გოლით გაათანაბრეს, თუმცა 70-ე წუთზე ჯონიმ საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის წაუგებელი სერია გასულ უქმეებზე სევილიამ დაასრულა.
რეალი-სელტას საპასუხო შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება.