15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
მუქარა ზაზა ფაჩულიას და ქართველის პასუხი

გოლდენ სტეიტი და ოკლაჰომა სიტის შეხვედრის პირველ ტაიმში ზაზა ფაჩულიამ და რასელ ვესტბრუკის წიინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგაც ოკლაჰომელთა ლიდერი პარკეტზე დაეცა. მსაჯებმა ფაჩულიას ტექნიკური შენიშვნა მისცეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ფაქტს ვესტბრუკი გამოეხმაურა, რომელიც ფაჩულიას დაემუქრა.

"ფაჩულიას პასუხს აუცილებლად გავცემ. როდის მოხდება ეს ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა მე მის მსგავსად ბინძურ თამაშს არ ვთამაშობ," - განაცხადა ვესტბრუკმა,

ფაჩულიას თქმით, მას განზრახ უხეშად არ უთამაშია და ის ადვილად დასაჩაგრი ნამდვილად არ არის.

"სცადოს, სამაგიეროს გადახდა. NBA–ში უკვე14 სეზონია გამოვდივარ და ადვილი დასაჩაგრი არ ვარ. ყველამ იცის, რომ პარკეტზე ჩემი ამოცანა მკაცრი, მჭიდრო და არა ბინძური და უხეში თამაშია. რაც შეეხება ეპიზოდს, უხეშობა აზრადაც არ მომსვლია, ამიტომაც მომხდარს არ განვიცდი," - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

შეხვედრა გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვებით 121:100 დასრულდა. ფაჩულიამ მოედანზე 18:56 წუთი გაატარა და 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დღის ამბები