ავსტრალიის ღია პირველობაზე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს 117-ე ჩოგანთან, უზბეკ დენის ისტომინთან სენსაციურად 6:7, 7:5, 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.
შეხვედრა 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა პირველი სეტი წააგო, თუმცა შემდეგ 2 სეტის მოგება მოახერხა და ყველას ეგონა, რომ სერბი მატჩს გამარჯვებით დაასრულებდა, მაგრამ უზბეკმა ჩოგბურთელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი გადამწყვეტი სეტის მოგებაც მოახერხა.
მომდევნო ეტაპზე ისტომინის მეტოქე კარენო-ბუსტა იქნება.