ტურინის იუვენტუსმა გუნდის ახალი ლოგოს პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილმა ლოგომ გულშემატკივრებს შორის აზრთა სხვდასხვაობა გამოიწვია და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაც იყო.
"დაახლოებით ერთი წელი დავხარჯეთ იმაზე, რომ გაგვერკვია, რა სურდა ბაზარს და ასევე, მომავლისთვის გავითვალისწინეთ. ახალი ლოგოტიპი - ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა", - განაცხადა ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.
ლოგოტიპში სამი კონცეფციაა წარმოდგენილი. პირველი - გუნდის ტრადიციული შავ-თეთრი ხაზები. მეორე - ასო J, რომელიც კლუბის სახელწოდების პირველი ასო იტალიურ ენაზე - Juventus. მესამე - სიმბოლო, რომელიც კლუბის მტკიცებით, შეიძლება ემბლემაში დაინახო - ჩემპიონობისკენ ლტოლვა და გამარჯვების სურვილია.
მიმაგრებულ სურათებად გთვაზობთ, იმ ფოტო-შარჟებს, რომელიც იუვენტუსის ახალმა ლოგომ გამოიწვია და სოციალურ ქსელების გართობის ობიექტიც კი გახდა.
წყარო: sportall