მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა. ანგელიკამ თანამემამულე კარინა ვიტეფთი 6:2, 6:7, 6:2 დააამარცხა.
თამაშის დღეს კერბერს დაბადების დღე ჰქონდა და მას გულშემატკივრებმა სიმღერით მიულოცეს. კერბერი 29 წლის გახდა.
მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ტურში ჩეხ კრისტინა პლისკოვას შეხვდება, რომელიც რეიტინგში 58-ე ნომერია. მატჩი 20 იანვარს გაიმართება.