15 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
სუსტი კრიშტიანო რონალდო - გულშემატკივრები პორტუგალიელს ჩინეთში წასვლას ურჩევენ

მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ესპანეთის თასზე სელტას წინააღმდეგ პერსონალური თვალსაზრისით, ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. სამეფო თასზე რონალდომ 2 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და ეს დაბრუნება მისთვის სასურველი ნამდვილად არ ყოფილა.

რონალდოს თამაშმა გულშემატკივრების კრიტიკა გამოიწვია. თამაშის შემდეგ ესპანურმა გამოცემა AS-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა და რამდენიმე მხარდამჭერის აზრით, რონალდომ უნდა მიიღოს ჩინური კლუბების წინადადება და სათამაშოდ აზიაში გადავიდეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა გაბრაზებული ადამიანების პოზიციაა.

შეხვედრა მადრიდის რეალმა 1:2 წააგო და საპასუხო მატჩს 25 იანვარს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ოქროს ბურთთან ერთად FIFA-ს აღიარებაც მოიპოვა. 

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები