15 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
"ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - ზაზა ფაჩულია

All Star-ის გამოკითხვის შედეგებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და გოლდენ სტეიტის კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით," - წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ქართველმა კალათბურთელმა 1 528 941 ხმა მიიღო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა. ქართველს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის შანსი მაინც აქვს - ამისთვის დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა, სტივ კერიმ, რომელიც ამავდროულად ფაჩულიას მწვრთნელია გოლდენ სტეტის შემადგენლობაში, კიდევ 7 მონაწილე კალათბურთელი უნდა დაასახელოს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია პრესტიჟულ შეხვედრაში.

დღის ამბები