ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ - გოლდენ სტეიტმა სტუმრად ორლანდო მეჯიქს 118:98 მოუგო.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. 20 წუთში ფაჩულიამ 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი 27 ქულით სტეფენ კარი იყო.
44 მატჩიდან 38 მოგებით გოლდენ სტეიტს ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად მაიამი ჰითთან გამართავს.