შვეიცარიელი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს ავსტრალიის ღია პირველობაზე. გუშინ ფედერერმა კეი ნიშიკორი 6:7, 6:4, 6:1, 4:6, 6:3 დაამარცხა და ამასთანავე ახალი რეკორდის მფლობელიც გახდა.
ნიშიკორი ATP-ის რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს და ეს გამარჯვება ფედერერისთვის რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენელთან მე-200 იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ფედერერის შემდეგ საუკეთესო შედეგი ნოვაკ ჯოკოვიჩს 180 გამარჯვებით აქვს, რაფაელ ნადალს 140, ენდი მარეის კი 100 მოგება.
ასევე, ფედერერი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის მეოთხედფინალში შეძლო გასვლა, შვეიცარიელი 35 წლის არის და მისი შემდეგი მეტოქე მიშა ზვერევი იქნება, რომელმაც ენდი მარეის დამარცხება მოახერხა.
წყარო: atpworldtour.com