ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს რაფაელ ნადალი, რომელმაც ფრანგი გაელ მონფილსი 4 სეტში 3:6, 3:6, 6:4, 4:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.
ამჟამად ATP-ის რეიტინგში მონფილსი მე-6 ადგილზეა, ნადალი კი მე-9 პოზიციას იკავებს.
მეოთხედფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე მილოშ რაონიჩი იქნება, რომელიც რეიტინგში მე-3 ადგილზეა.