ქართველმა კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი სარეიტინგო ორთაბრძოლა მოიგო. ლოს-ანჯელესში გამართულ შეხვედრაში 65 კგ. წონით კატეგორიაში, ჭიკაძემ ტაილანდელი ვიქტორ პინტო პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
24 წლის პინტოს კარიერის განმავლობაში 100-მდე ბრძოლა აქვს გამართული და გასულ წლებში რამდენიმე ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
პინტოს დამარცხების შემდეგ ჭიკაძეს მსოფლიოს ყველაზე პრეტიჟული პრომოუტერული კომპანია უახლოეს მომავალში ახალ ბრძოლას დაუგეგმავს, სადაც უკვე მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს.