ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ტურირის მეოთხედფინალში ნადალმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი მილოშ რაონიჩი 3 სეტში - 6:4, 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 46 წუთი გაგრძელდა.
ნადალი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში დავიდ გოფინი 3 სეტში - 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა.
ხვალ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება - როჯერ ფედერერი სტან ვავრინკას დაუპირისპირდება და პირველი ფინალისტის ვინაობაც გახდება ცნობილი. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.