საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბაის შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი იორდანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 45-ე წუთზე ჰამზა ალ-დარდური გახდა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ითამაშა - ოთარ მიგინეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.
შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ფოტო: GFF