თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები. საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდარტის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.
წინასწარი მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა იმ სუბიექტებმა მიიღეს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის დოკუმენტიც, რომელიც მეძმარიაშვილმა სასამართლოს წარუდგინა.
გასული წლის 23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მირებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.
დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განცხადება გააკეთეს. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის თქმით, კომიტეტი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და განჩინება ამ დრომდე არ მიუღიათ.