15 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მე კი არა, იესო ქრისტეს ჰყავდა ოპონენტები - მოურინიოს გამორჩეული ფრაზები

ჟოზე მოურინიო თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. პორტუგალიელ სპეციალისტს სხვადასხვა კლუბებთან ერთად უამრავი ტიტული აქვს მოგებული.

მოურინიო ინგლისის (ჩელსი), იტალიის (ინტერი), ესპანეთის (რეალი) და პორტუგალიის (პორტუ) საფეხბურთო ჩემპიონატების ოქროს მედლის მფლობელია. ასევე 2-ჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა (პორტუ, ინტერი). ეს "განსაკუთრებულის" ტიტულების არასრული ჩამონათვალია.

დღეს ჟოზეს დაბადების დღეა. გთავაზობთ, მოურინიოს ყველაზე დასამახსოვრებელ გამონათქვამებს

* ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა ლამის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი. არც ისე დიდი ხანია, რაც მწვრთნელი ვარ და იგივე ჯილდო მეც ერთხელ მაქვს მოგებული". (2005 წელი)

* თუ ჩელსის სამწვრთნელო პროცესში რომან აბრამოვიჩის აზრებს გავითვალისწინებ, მაშინ პრემიერლიგიდან გავარდებით. თუ მე შევასრულებ აბრამოვიჩის საქმეებს, მაშინ ის გაკოტრდება.

* გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ქედმაღალი ვარ, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე, შესაბამისად მე განსაკუთრებული ვარ.

* როდესაც მსურს, რომ ჭკვიან ადამიანს ვუსმინო, მაშინ საუბარს ვიწყებ.

* იდეალური და უბრალო სამსახური, რომ მსურდეს პორტუში დავრჩებოდი და ლამაზ, ღრმა, კომფორტულ, ლურჯ სავარძელს დავჯერდებოდი. იქნებოდა ღმერთი და ღმერთის შემდეგ კი მე.

* შემომხედეთ მე მწვრთნელი ვარ და არა ჰარი პოტერი, რომ სასწაულები მოვახდინო. ჰარი პოტერი მაგიაა, ფეხბურთი კი რეალობა.

* მე არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ, თუმცა ჩემზე უკეთესიც არავინაა.

* თქვენ მართლა გაინტერესებთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? 4-3-3 სისტემას ვანიჭებ უპირატესობას!

*მე არ მჭირდება მოთამაშე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, კარგი ხასიათით. ასეთი შვილები მინდა მყავდეს. მე მჭირდება მოთამაშე, რომელიც გოლს გაიტანს. 

* იტალიურ ენას რამდენიმე თვე დღეში 5 საათის განმავლობაში ვსწავლობდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან უკეთესი კომუნიკაცია მქონოდა. რაც შეეხება კლაუდიო რანიერის, ის ინგლისში 5 წლის მანძილზე იმყოფებოდა და "დილა მშვიდობისა", "საღამო მშვიდობისას" გამართულად თქმა უჭირს.

* თუ ჩემზე ფილმის გადაღებას დააპირებენ, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს. ის ბრწყინვალე მსახიობია.

*არსენ ვენგერი ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი ადამიანია. მას სხვა სხვა ადამიანებისთვის ცქერა უყვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეზობლებს ტელესკოპით აკვირდებიან, სწორედ ასეთია ვენგერიც. ის ჩელსის შესახებ გამუდმებით საუბრობს. 

* მე კი არა, იესო ქრისტეს ჰყავდა ოპონენტები. ასე რომ, ვერაფრით გამაკვირვებთ.

*ნამდვილად არ მსურს მწვრთნელობა მასწავლოს ადამიანმა, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 წააგო. (იოჰან კრუიფის მორიგი კრიტიკის საპასუხოდ)

* ბენიტესის ცოლს ჩემზე საუბრის ნაცვლად ურჩევნია მისი ქმრის დიეტაზე იზრუნოს.

* ავრაამ გრანტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება და პრემიერლიგაში მეორე ადგილის დაკავება ჩავარდნა არაა. ეს დამარცხებული კაცის სიტყვებია, ამის მთქმელი ტიტულებს ვერასდროს მოიგებს.

*მე და იკერს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის - თავისას. ახლა კასილიასს იმ ტიტულის მოგების შანსი აქვს, რომელიც არასოდეს მოუპოვებია" (გუშინდელი მატჩის შემდეგ. ჩელსიმ პორტუ 2:0 დაამარცხა და პორტუგალიური კლუბი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას).

*არიან მწვრთნელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოუგიათ, თუმცა არის ერთი, რომელიც ფინალს სამი ბურთით იგებდა და მაინც დამარცხდა - ჟოზემ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა.

*მე ყველა მწვრთნელს და გუნდს ვცემ პატივს, აქედან გამომდინარე მე არ ვეძებ სამსახურს, მაგრამ თავად კლუბები ინტერესდებიან ჩემი კანდიდატურით,"

*სხვა ადამიანების მარცხი, სიამოვნებას არ მანიჭებს. მე ჩემი კლუბის წარმატება მიხარია და არა სხვისი მარცხი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა ბედნიერები ვიყოთ

*რუნი უძლიერესი ფეხბურთელია, არ აქვს მნიშვნელობა მას გოლი გააქვს თუ არა. ასევე ვარ მეც, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვიმარჯვებთ თუ ვმარცხდებით. ეს ჩემს რეპუტაციაზე ცუდად არ მოქმედებს. მე შესანიშნავი მწვრთნელი ვარ.

 

წყარო: soccerlens.com

დღის ამბები