15 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
მადრიდის რეალის კრიზისი - სამეფო კლუბი სელტამ თასიდან გამოაგდო

უცხოური მედიის შეფასებით მადრიდის რეალს კრიზისი აქვს - სამეფო კლუბი ესპანეთის თასზე სელტასთან 2-მატჩიან დაპირისპირებაში 4:3 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

სალტამ პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე 1:2 მოიგო, აქედან გამომდინარე გუშინ რეალს მეტოქე 2 ბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, თუმცა შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ბოლო დროს რეალის წარუმატებელი თამაშის მთავარი მიზეზი დაშავებული ფეხბურთელები არიან. სამეფო კლუბს ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული - ვარანი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი, მარსელო და გარეთ ბეილი.

კრიზისის ნიშნებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კატეგორიულად უარყოფს.

"კრიზისის ნიშნებს მე ვერ ვხედავ. არაფერი საგანგაშო არ არის, რეალს სასტიკად აკრიტიკებენ და ხანდახან გგონია, რომ გუნდი ბოლო ადგილზეა. ეს კრიტიკა მეტისმეტი და დაუმსახურებელია. ჩვენ ამას თამაშით დავამტკიცებთ. როცა გუნდს შედეგები აქვს, ყველაფერი, თითქოს, უფრო იოლია," - განაცხადა ზიდანმა. 

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები