შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ფედერერმა თანამემამულე სტან ვავრინკა 5 სეტში - 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 3 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ხვალ გაიმართება, სადაც ერთმანეთს რაფაელ ნადალი და გრიგორ დიმიტროვი შეხვდებიან. მატჩი 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.