ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის გამარჯვებული სერენა უილიამსი გახდა, რომელმაც ფინალში უფროსი და ვინუსი 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 24 წუთი გაგრძელდა.
35 წლის სერენამ მელბურნში უკვე მეშვიდედ გაიმარჯვა და მას ჯამში გრანდ სლემის ტურნირებზე 23 ტიტული აქვს. გამარჯვებასთან ერთად უილიამსი რეიტინგში პირველობასაც დაიბრუნებს.
ხვალ კაცთა თანრიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებია. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 წუთზე დაიწყება.