15 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ორი ლეგენდის ფინალი - ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ფედერერმა რაფაელ ნადალი 3:2 დაამარცხა და კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.

შეხვედრა 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. მატჩის ბოლო სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა. ჯერ რაფაელ ნადალი დაწინაურდა და 1:3 ამარცხებდა მეტოქეს. ესპანელს შეეძლო უპირატესობის შენარჩუნება, თუმცა შემდეგ შეცდომები დაუშვა და ფედერერმა ამით ისარგებლა - 6:5, 3:6, 6:1, 3:6, 6:3 შვეიცარიელის სასარგებლოდ.

"ჩოგბურთი რთული სპორტია, აქ ფრე არ ფიქსირდება, თუმცა სიმართლეს გეუბნებით - ფრე რომ არსებობდეს ამ ტიტულს სიამოვნებით გავიყოფდი რაფაელთან, რომელმაც ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა," - განაცხადა ფედერერმა.

ფედერერი და ნადალი აღნიშნულ ტურნირზე ერთმანეთს 2009 წელსაც ფინალში შეხვდნენ და მაშინ ესპანელმა 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში 2 ლეგენდარული ჩოგბურთელი ერთმანეთს 35-ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში ნადალს საგრძნობი უპირატესობა აქვს - 23 მოგება 12 მარცხის წინააღმდეგ.

დღის ამბები