15 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
დაპირისპირება ოლიმპიურ კომიტეტში - მეძმარიაშვილი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

დაპირისპირება საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობაში. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მეძმარიაშვილმა მოთხოვნა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სწორედ მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები. არჩევნებში მონაწილეობა იმ სუბიექტებმა მიიღეს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის დოკუმენტიც, რომელიც მეძმარიაშვილმა სასამართლოს წარუდგინა.

სეოკის გადაწყვეტილებით კი ისინი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოლიმპიურ კომიტეტში სასამართლოს დაწყებამდე კომენტარი აღარ გაკეთდება.

დღის ამბები