პორტლენდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ მარჯვენა მხარი დაიზიანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ფაჩულიას დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ქართველი კალათბურთელი შარლოტთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ფაჩულიამ ტრავმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო. ზაზამ ბურთი ჩაჭრა და პარკეტზე დაეცა, ზემოდან კი ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე გუნდის კალათბურთელი დააწვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - ზაზა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.