23 წლის ქართველი შემტევი ლუკას ჰუფნაგელი კარიერას გერმანიის II ბუნდესლიგის გუნდ ნიურნბერგში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. ჰუფნაგელი ახალ გუნდში 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგში ასპარეზობდა, სადაც 2015 წელს გადავიდა და გასულ სეზონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა. თუმცა, წელს, უკვე ბუნდესლიგაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია.
ჰუფნაგელმა 2015 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მას შემდეგ ის გამოძახებული არ ყოფილა. ჰუფნაგელმა ეეროვნული ნაკრების ღირსება ესტონეთთან ამხანაგური მატჩში დაიცვა, მაშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო.