ხვალ, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ნაკრების ხელმძღვანელები მთავარ იმედებს ნიკოლოზ ბასილაშვილზე ამყარებენ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ბასილასვილი ATP-ის რეიტინგში 89-ე ადგილზე იმყოფება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და ნაკრებთან ერთად ფინეთთან მატჩისთვის ემზადება. მასთან ერთად, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ვაჟა შუბლაძე და ზურაბ ტყემალაძე ითამაშებენ. მომავალი დაძაბული მატჩის წინ, ბასილაშვილს გულშემატკივრის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა 2016 წლის 24 ოქტომბერს გამართა. ვენის ტურნირის მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი, შეჯიბრზე მეორე ნომრად განთესილი ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. 24 წლის ბასილაშვილი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და 2017 წლის უმთავრეს საჩოგბურთო ტურნირებს ოპტიმისტური განწყობით ხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ფინეთის საჩოგბურთო დაპირისპირება ხვალ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 12:45 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.