15 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
არსად მივდივარ, ივნისის მერეც გოლდენ სტეიტში ვრჩები -ზაზა ფაჩულია

გოლდენ სტეიტის ქართველმა ცენტრმა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნანმა ზაზა ფაჩულიამSan Francisco Chronicle-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "უორიორსის" რიგებში სურს თამაში.

"არ მსურს, რომ სეზონი მალე დასრულდეს. როდესაც ხალხი მეკითხება, რას ვაპირებ ზაფხულში, როცა თავისუფალი აგენტი გავხდები, ვეუბნები, რომ არსად მივდივარ და აქ ვრჩები. ივნისის შემდეგაც აქ ვრჩები.

გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ირგვლივ საოცარი მოთამაშეები არიან, როცა დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფანებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე უდიდეს გამოცდილებას ვიღებ," - განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელს ტრავმის გამო 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწია და სავარაუდოდ არც 9 თებერვალს, ჩიკაგოს წინააღმდეგ არ ითამაშებს.

 

წყარო: sportall.ge

დღის ამბები