საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორმა ძიუდოისტებმა მიიღეს.
-90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნოდარ ბერიანმა აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი ფინალში ონისე ბუღაძე გავიდა, მაგრამ რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა.
თებერვალში ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემსა (11-12 თებერვალი) და დიუსელდორფის გრან პრიზე (24-26 თებერვალი) გამოვლენ, სადაც მედლებისათვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იბრძოლებენ.
წყარო: msy.gov.ge