საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს გაერთიანებული ლიგის გათამაშების მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. იოვან პოპოვიჩის მომზადებული ქართველი წყალბურთელების მეტოქე 14 თებერვალს რუსეთი იქნება.
2016 წლის 6 დეკემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაში საქართველო რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა. დღეს გუნდმა სპორტკომპლექს ოლიმპიკში უკანასკნელი ვარჯიში გამართა. ხუთშაბათს საქართველოს ნაკრები რუსეთში გაემგზავრება და წინასამატჩო 1-კვირიან შეკრებას ადგილზე გაივლის.
რუსეთი-საქართველოს მატჩი 14 თებერვალს ყაზანში ჩატარდება.