ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი დომინიკ ტიმი 2 სეტში - 6:4, 6:4 დაამარცხა.
სოფიის ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მარტინ კლიზანი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სოფიას ტურნირზე ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგი ადრიან მანარინო 7:6, 7:6 დაამარცხა.