15 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

სოფიას ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეოთხედფინალში სლოვაკი მარტინ კლიზანი 3 სეტში 0:6, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 58 წუთი გაგრძელდა.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს. შეხვედრა ხვალ, 11 თებერვალს გაიმართება, ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

დღის ამბები