საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ბონუს ქულით 31:6 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი17:0 მოიგეს. მეორე ნახევარში კი ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29–ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმო ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შეხვედრის მიწურულს ბექა გორგოძის ლელოთ და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით საბოლოო ანგარიში 31:6 დაფისირდა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ გამართვას. მატჩი 19 თებერვალს, 15:00 საათზე ქალაქ რუსთავში გაიმართება.