15 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ATP-ის რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 67-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილმა სოფიას ტურნირზე 3 შეხვედრის მოგება მოახერხა - ჯერ ფრანგი ადრიან მანარინო დაამარცხა, შემდეგ მსოფლიოს მე-8 ჩოგანი დომინიკ ტიმი, მეოთხედფინალში სლოვაკი მარტინ კლიჟანი. ნახევარფინალში ბასილაშვილი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 63-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 15 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები