15 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
თბილისის დინამოს კახა კაჭარავა გაწვრთნის

დინამო თბილისის პრეზიდენტის- რომან ფიფიას გადაწყვეტილებით დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან კახა კაჭარავა უხელმძღვანელებს. ის გუნდს ხვალ დილით შეუერთდება თურქეთში, სადაც დინამო მეორე წინასასეზონო შეკრებას გადის.

კახა კაჭარავა დინამოს მწვრთნელი 2006, 2009-2011 წლებში იყო. ასევე საფეხბურთო კარიერის პერიოდში დინამოს მაისური 97-ჯერ მოირგო და 54 გოლის გატანა მოახერხა.

თბილისური გუნდი ხვალ ბელეკში მეორე შეკრების პირველ საწვრთნელ მატჩს უკრაინული ვოლინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტი ვიაჩესლავ გროზნის წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, თანამდებობა ოჯახური პრობლემების გამო დატოვა. 

დღის ამბები