15 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ფერნანდო ტორესის გოლი-შედევრი, რომლის შემდეგაც მისი სატრანსფერო ფასი კვლავ 60 მილიონი იქნება

ფერნანდო ტორესის გოლი-შედევრი, რომლის შემდეგაც მისი სატრანსფერო ფასი კვლავ 60 მილიონი იქნება - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელის მიერ გატანილი გოლი სელტას კარში.

აღსანიშნავია, რომ ეფექტური გოლის შემდეგ ფერნანდო ტორესს დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. შეხვედრა ატლეტიკოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს 22 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი 49 ქულით ლიდერობს, სამეფო კლუბს 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონა, თუმცა რეალს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციაზე სევილია (46) იმყოფება, ატლეტიკო (42) კი მეოთხე ადგილზეა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები