დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის 2 მატჩი გაიმართა. პსჟ-მ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა, ბენფიკამ კი დორტმუნდის ბორუსია მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
პარიზში გამართულ მატჩში პირველი გოლი მე-18 წუთზე ანხელ დი მარიამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დრაქსლერმა პარიზული კლუბის უპირატესობა გაზარდა. მეორე ნახევარში დი მარიამ დუბლი შეასრულა (არგენტინელს დღეს დაბადების დღე ჰქონდა), საბოლოო ანგარიში კი ედისონ კავანიმ დააფიქსირა, რომელიც ასევე იუბილარი იყო.
დღეს კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. მიუნხენის ბაიერნი არსენალს უმასპინძლებს, რეალი კი ნაპოლის. მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.