15 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ABC-მ ოლ სტარის ხმების სწორად დათვლაში ეჭვი შეიტანა - გამოცემა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გამოცემა ABC-მ NBA-ს ყველ ვარსკვლავის გამოკითხვის შედეგებს სტატია მიუძღვნა და სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით მასში ეჭვი შეიტანა. ABC ეთანხმება საერთო აზრს, რომ პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას შედეგი ხვდება თვალს, რადგან მას არასოდეს ჰქონია სეზონი, რომელშიც საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აკეთებდა და მისი თამაში შორს არის სანახაობრივისგან.

გამოცემამ მოიძია უფრო დეტალური შედეგები, როგორც ფაჩულიაზე, ისე NBA-ს სხვა ვარსკვლავებზე, მათ შორის, "ოლ სტარზე" მოხვედრილ კალათბურთელებზე. ამისთვის გამოცემა დაუკავშირდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებულ კომპანია Graphika-ს, რომლის გენერალური მენეჯერი ჯონ კელი ამტკიცებს, რომ ფაჩულიას შემთხვევაში ყველაფერი სუფთაა, მაშინ, როცა ზოგიერთ ვარსკვლავზე ამას ვერ ვიტყვით. 

განსაკუთრებით ეს "სან ანტონიოს" ვარსკვლავ კავაი ლეონარდს ეხება, რომელიც მოხვდა კიდეც "ოლ სტარში". კელის კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ათზე მეტი ბოტი დღეში ათასჯერ მაინც აძლევდა ხმას ლეონარდს. "ტვიტერზე" ლეონარდის მხარდაჭერის არანორმალური აქტივობა ფიქსირდება - ლიგაში ყველაზე მაღალი. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ლეონარდის ხმების 39% იმათზე მოდის, რომელთაც თავიანთი ექაუნთები 1 დეკემბრის შემდეგ დაარეგისტრირეს. მაგალითად, 21 წლის მაკედონიელმა პროგრამისტმა ალექსანდერ საკლევმა სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის წყალობითაც თავის საყვარელ კალათბურთელს, კავაი ლეონარდს 200 ათასამდე ხმა მოუტანა.

 შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ All Star-ის გამოკითხვაში 1 528 941 ხმა მიირო, თუმცა ეს შედეგი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. 

 

წყარო: Sportall

დღის ამბები