საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია ტურნირის ფინალში რაიან ჰარისონთან 6:1, 6:4 დაამარცხდა. შეხვედრაში ჰარისონმა 9 ეისი შეასრულა, ხოლო ბასილაშვილმა - 1. ქართველმა ორჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა და მეორე სეტში ზუსტად ამის გამო დათმო საკუთარი მოწოდება. ორი კვირის განმავლობაში ბასილაშვილი ჯერ სოფიას ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში, ახლა კი ფინალში იასპარეზა.
ამ ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობით ბასილაშვილმა 150 სარეიტინგო ქულა და 60 ათას 355 დოლარი გამოიმუშავა. ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 53-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერაში საუკეთესო შედეგია.
მემფისის ტურნირის შემდეგ ბასილაშვილი დელრეი ბიჩზე გადაინაცვლებს, სადაც ATP-ის კიდევ ერთ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ წრეში მისი მეტოქე 38 წლის გამოცდილ გერმანელი, ტომი ჰაასი იქნება.