15 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია გაანადგურა

რუსთავში ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველომ გერმანიის ეროვნული ნაკრები 50:6 გაანადგურა. ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 21:6 მოიგეს და მეორე ნახევარში კი გერმანიას 29:0 აჯობეს.

ქართველმა მორაგბეებმა ჯამში რვა ლელო დადეს. პირველ ტაიმში გიორგი კოშაძემ ორი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ფრუიძემ – ერთი, მერაბ კვირიკაშვილმა სამივე გარდასახვა გაიტანა. მეორე ტაიმში ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა ორ-ორი ლელო დადეს, ბოლო ლელო კი მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს რაგბის ისტორიაში გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც ნაკრების შემდგენლობაში 100 შეხვედრა ჩაატარა.

დღის ამბები