20 თებერვალს ქალაქ რუსთავში, რუსთავი და ბათუმის შორის საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.
inforustavi.ge-ს ცნობით, გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს, მაკა კუპატაძეს მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. პასუხმაც არ დააყოვნა და არბიტრმა მაყურებელს პლასტმასის მანიშნებელი ესროლა. ინციდენტის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა მწვრთნელებისა და კალათბურთელების ჩარევის შემდეგ ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.